აგუერო ესპანეთში საუკეთესო სამხრეთამერიკელია !!! მადრიდის �ატლეტიკოს� არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო ესპანეთის პრიმერადივიზიონში 2008 წლის საუკეთესო სამხრეთამერიკელ ფეხბურთელად აღიარეს. როგორც გამოცემა Hasta El Gol Siempre იტყობინება, წლის შედეგების მიხედვით, აგუეროს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს - მან 36 მატჩში 242 ქულა დააგროვა, რაც საშუალოდ 6,54 ქულას შეადგენს თითოეულ თამაშში. მეორე ადგილზეა �სევილიას� ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუის ფაბიანო (6,41), ხოლო მესამე ადგილი �ბარსელონას� არგენტინელ შემტევს ლიონელ მესის (6,35) ერგო. ამგვარად, აგუერო მეექვსე არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსგავსი ჯილდო მოუპოვებია.
|