დავით IV აღმაშენებელი - 14 დეკემბერში 2008 - MANQANA.TK
ხუთშაბათი, 2016/დეკ/08, 10:54
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
თამაშები [157]
პროგრამები [43]
კინოები [115]
მუკია [13]
სურათები [4]
კინოები ქართულად [27]
ვიდეოები [10]
კლიპები [10]
Counter Strike [3]
მობილურისთვის [6]
პრიკოლები [9]
სერიალები [18]
სხვადასხვა [9]
სპორტი [51]
შუა ქალაქში [13]
ბიოგრაფიები [2]
შაბათის შოუ [5]
თხოვნები [1]
xxx (18+) [1]
ყიდვა - გაყიდვა [1]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი სპორტი მოგწონთ?
სულ პასუხი: 177
მინი-ჩეთი
300
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


 
 








 
BEST SITE
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 14 » დავით IV აღმაშენებელი
23:06
დავით IV აღმაშენებელი

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მეფე, ღრმად განსწავლული და მწიგნობარი.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მეფე (1089-1125). გამეფდა 16 წლისა, ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული და განადგურებული ქვეყანა. ტახტზე ასვლისთანავე ერთგული მოლაშქრეებისაგან რაზმები შექმნა და თურქ-სელჩუკებს გამუდმებით ავიწროვებდა.
ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით მეფემ ენერგიულად შეუტია ურჩ ფეოდალებს: კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში საქართველოდან გააძევა, გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა. შემდეგ არაგვის ერისთავი ძაგან აბულეთის ძე და მისი ძმა, ეპისკოპოსი მოდისტოსი ჩაყარა დილეგში. 1104 წელს შემოიერთა კახეთი და ჰერეთი.
საერო დიდგვაროვნებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მისი თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (“ძეგლის წერა”). ეკლესიიდან გააძევა უღირსნი და ამიერიდან თანამდებობაზე დაწინაურება არა წოდებრივი ნიშნით, არამედ ღირსებების მიხედვით ხდებოდა. მეფემ მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობები გააერთიანა და ერთ პირს - თავის ერთგულ აღმზრდელს, გიორგი ჭყონდიდელს დააკისრა. დავითმა ისევ განაახლა თურქ-სელჩუკებთან ბრძოლა, 1117 წელს აიღო გიში, 1118 წელს - ლორე. რეგულარული ჯარის შექმნისა და ქვეყნის გაძლიერების მიზნით მან სამხედრო რეფორმა განახორციელა - ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოასახლა და მათგან მუდმივი ჯარი შექმნა.
1099 წელს დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველებმა თავიანთი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და ისტორიული ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური 400 000-იანი ლაშქრის წინააღმდეგ - დიდგორის ველზე დაამარცხეს მათზე გაცილებით მრავალრიცხოვანი მტერი. დიდგორთან გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა თავის სამეფოს. იმავე წელს ქართულმა ლაშქარმა აიღო დარუბანდიც. ამგვარად შეიქმნა კავკასიელ ხალხთა ერთიანი მძლავრი სახელმწიფო ნიკოფსიიდან (ტუაფსე) დარუბანდამდის (დერბენდი) და ოვსეთიდან (ოსეთი) არეგაწამდის (სომხეთი). დავითმა გათურქება-გადაგვარებისაგან იხსნა კავკასიელი ხალხები. საქართველოს ქრისტიანულ სახელმწიფოში თანაბარი უფლებით ფუნქციონირებდა ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. მეფემ მოაწესრიგა სამონეტო საქმეც, მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერით, მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას - სააჯო კარს.
პოლიტიკურთან ერთად ძლევამოსილი მეფე კულტურულ საქმიანობაშიც წარმატებული იყო. დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია. მისი განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში. დავითი თავად იყო ღრმად განსწავლული და მწიგნობარი. მას ომის დროსაც თან დაჰქონდა წიგნები და მოცალეობის ჟამს კითხულობდა. დავით IV-ს ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები ,,გალობანი სინანულისანი". საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა, მეფე თავს თვლის ცოდვებით დამძიმებულ ადამიანად. თავის ასე დამდაბლებაში ვლინდება ზნეობრივი ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი.

დავითმა იმეფა 36 წელიწადს, გარდაიცვალა 52 წლისა. მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ქართველმა ხალხმა აღმაშენებელი უწოდა. დაკრძალულია გელათის ტაძარში.

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 397 | დაამატა: gangster | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2016