სრულიად საქართველოს გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იყო ჩვენი ოჯახებისა და სამშობლოს მფარველი.ქრისტიანულ
ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული (უძრავი), აღინიშნება 25 მარტს
ძველი სტილით (7 აპრილი ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35)
მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ
მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.
ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა.
ზაქარიასთან
მთავარანგელოზის გამოცხადებიდან მეექვსე თვეს გაბრიელ მთავარანგელოზი
გალილეის ქალაქ ნაზარეთში იქნა მივლინებული ქალწულ მარიამთან, რომელიც
დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.
...
წაიკითხეთ სრულად »